ანკლავი და ექსკლავი


Contributors to Wikimedia projects

Article Images

ანკლავი და ექსკლავი

(გადამისამართდა გვერდიდან ანკლავი)

ანკლავი (ფრანგ. enclave) — ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოს სამფლობელოებით და რომელსაც არ აქვს ზღვის ნაპირი (მაგ., სან-მარინოს რესპუბლიკა იტალიაში).

C — A ქვეყნის ანკლავი და ამასთანავე B ქვეყნის ექსკლავი
C — B ქვეყნის ექსკლავი, გარშემორტყმული A და D ქვეყნების ტერიტორიებით

თუ ანკლავს აქვს გასასვლელი ზღვაზე, მას უწოდებენ ნახევრადანკლავს (მაგ., მონაკო).

ექსკლავი — სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც არ აქვს საერთო საზღვარი სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიასთან და შემოსაზღვრულია სხვა ქვეყნის ტერიტორიით. ამავე დროს არ არის აუცილებელი ის შემოსაზღვრული იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიით, მას შეიძლება ესაზღვრებოდეს რამდენიმე ქვეყანა. (მაგ., ნახიჩევანი, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანს, გარშემორტყმულია სომხეთით, თურქეთითა და ირანით).

ექსკლავს, რომელსაც გასასვლელი აქვს ზღვაზე, უწოდებენ ნახევრადექსკლავს (მაგ., კალინინგრადის ოლქი).