ბაკურ გულუა


Contributors to Wikimedia projects

Article Images

ბაკურ გულუა (დ. 9 ოქტომბერი, 1946, ჯუმითი, ჩხოროწყუს რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

ბაკურ გულუა
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1995 – 25 მაისი, 2000
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლოზ ლეკიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე, გიორგი არსენიშვილი
მემკვიდრედავით კირვალიძე

დაბადებული9 ოქტომბერი, 1946 (77 წლის)
ჯუმითი, ჩხოროწყუს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
რელიგიამართლმადიდებელი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1984 წელს. 1965-1966 წლებში იყო ტექნიკური ინვერტარიზაციისა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსი; 1973 წელს ზუგდიდის კომკავშირის ქალაქკომის I მდივანი. 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობის პარტკომის მდივანი; 1975-1978 წლებში კომპარტიის გალის რაკომის მდივანი; 1978-1979 წლებში კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1979-1986 წლებში კომპარტიის ფოთის ქალაქკომის მდივანი; 1986-1990 წლებში სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიისგან, კომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1991-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 1992-1993 წლებში თბილისის მერის I მოადგილე; 1994-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი; 1995 წლის 5 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 1995 წლის 8 დეკემბრიდან 2000 წლის 25 მაისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად. არის წიგნებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.

საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარე, 1993-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი), საქართველოს რეფორმატორთა კავშირის წევრი.

  • ფიქრები საქართველოს კონსტიტუციაზე : ესსეისტ. ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, საქართველო XXI საუკუნე, 2003. - 139 გვ.
  • გუშინ, დღეს, ხვალ (ავტორი). - თბილისი, 1995. - 40 გვ.
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. გვ. 100, თბ., 1998-1999.