გარდა (ტბა)


Contributors to Wikimedia projects

Article Images

გარდა (იტალ. Lago di Garda ან Benaco) — იტალიის უდიდესი ტბა. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბრეშასა და ვერონას, ასევე ვენეციასა და მილანს შორის. ამ რეგიონში მყინვარები ბოლო გამყინვარების დასასრულს ჩამოყალიბდა. ტბა და მისი სანაპირო ზოლი ვერონის, ბრეშისა და ტრენტოს პროვინციებს შორის იყოფა. ტბა ადვილად მისაღწევია ჩრდილოეთიდან, ბრენერის უღელტეხილის გავლით, რის გამოც ის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და მის სანაპიროებზე განლაგებულია მრავალი პირველხარისხოვანი სასტუმრო და კურორტი.

გარდა
Lago di Garda
კოორდინატები: 45°38′ ჩ. გ. 10°40′ ა. გ. / 45.633° ჩ. გ. 10.667° ა. გ.
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიგრძე 51,9 კმ
სიგანე 16,7 კმ
ფართობი 369,98 კმ²
საშუალო სიღრმე 346 
მაქსიმალური სიღრმე 136 
აუზის ფართობი 2 350 კმ²
ჩამდინარე მდინარეები სარკა
გამომდინარე მდინარე მინჩო

გარდა (ტბა) — იტალია

გარდა (ტბა)

მედიაფაილები ვიკისაწყობში

ტბის ჩრდილოეთი ნაწილი ყველაზე ვიწროა და გარსშემორტყმულია მთებით, რომელთა უმრავლესობას გრუპო-დელ-ბალდოს მასივს მიეკუთვნება. ტბის მოხაზულობა ტიპიურია მორენული ხეობისთვის და სავარაუდოდ ჩამოყალიბდა მყინვარების ზემოქმედებით პალეოლითის ხანაში. მიუხედავად იმისა, რომ მყინვართა ნაკვალების ხილვა დღეასაცაა შესაძლებელი, ბოლო წლებში განიხილავენ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც მყინვარებს უფრო წინ არსებული დეპრესია ეკავათ, რომელიც დინების ეროზიამ შექმნა 5-6 მლნ წლის წინ.

ტბაში მრავალი პატარა კუნძული მდებარეობს, ამათგან უმთავრესი ხუთია, რომელთა შორისაც უდიდესია იზოლა-დელ-გარდა. მასთან ახლოს, სამხრეთით, მდებარეობს იზოლა-სან-ბიაჯო, იგივე იზოლა-დეე-კონიგლი (კურდღლების კუნძული). ორივე მათგანის სიახლოვეს, დასავლეთით მდებარეობს კუნძული სან-ფელიჩე-დელ-ბენაკო. ტბაში ჩამდინარე მთავარი მდინარეა სარკა, გამოსვლით კი მხოლოდ ერთი გამოდის — მინჩო.

ტბის სამხრეთით მდებარეობდა უძველესი თავდაცვითი ქალაქი სირმიონე, რომელიც დღეს განსაკუთრებით პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აქ განლაგებულია მრავალი სასტუმრო, რესტორანი, ბარი, მოდის სალონი თუ მაღაზია. თვალწარმტაცი სკალიგერის ციხესიმაგრე XIII საუკუნით თარიღდება. აქ ვილა ჰქონდა რომაელ პოეტ კატულს. მნახველებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ რომაული აბანოს ნანგრევები, რომელსაც გროტე-დი-კატულო ეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებონს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ შენობას პოეტს დაუკავშირებდა. ტბაში შეჭრილი ნახევარუკუნძულის წვერზე გამოედინება გოგირდის წყაროები, რომელსაც ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ იყენებენ. მის სიახლოვეს მდებარეობს გარდალენდი — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თემატური პარკი იტალიაში.

  • ტბის ხედი კოსმოსიდან

  • ტრემოზინე-სულ-გარდა

  • ვალ-დი-სონგო

  • პუნტა-სან-ვიჯილო

  • ხედი კარნანოდან

  • ხედი მალკეზინედან

  • რივა-დელ-გარდა

  • მზის ჩასვლა ტორი-დელ-ბენაკოდან

  • ლაციზეს პორტი

  • სალო მზის ჩასვლისას

  • კომუნა ნაგო-ტორბოლეს ხედი

  • პანორამა პეშიერა-დელ-გარდადან

  • ტოსკოლანო-მოდრენო

  • დესენძანო-დელ-გარდას ძველი პორტი