დიდი თონეთი


Contributors to Wikimedia projects

Article Images

დიდი თონეთი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული თონეთის ცენტრი ((სოფლები: დიდი თონეთი, მოხისი, პატარა თონეთი).

სოფელი
დიდი თონეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი თონეთი
კოორდინატები 41°41′21″ ჩ. გ. 44°25′28″ ა. გ. / 41.68917° ჩ. გ. 44.42444° ა. გ.
ცენტრის სიმაღლე 1280
მოსახლეობა 499[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

დიდი თონეთი — საქართველო

დიდი თონეთი

დიდი თონეთი — ქვემო ქართლი

დიდი თონეთი

დიდი თონეთი — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

დიდი თონეთი

მდებარეობს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1280 მეტრზე, თეთრიწყაროდან დაშორებულია 47 კილომეტრით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 499 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 715[2]
2014 499  

დიდი თონეთი პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როგორც სათვანეთი, სთონეთი, სთორნეთი, თორნეთი და თონეთი. დიდი თონეთი ეწოდა XIX საუკუნეში, მას შემდეგ რაც მის მეზობლად მდებარე სოფელ დვალთას ეწოდა პატარა თონეთი. დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. თანამედროვე დიდი თონეთი მოიცავს ხორბუკისა და მოლავის ნასოფლარების ტერიტორიებსაც. სოფლის მკვიდრი მოსახლეობის გვერდით აქ XIX საუკუნეში ქართველი მთიელი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1882–1884 წლებში დიდი თონეთის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა ვაჟა-ფშაველა.

სოფლიდან 2 კმ-ზე, მდინარე ალგეთის ნაპირას, აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – თონეთის სიონი, ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები აქვს. ეკლესიაში XI საუკუნის რამდენიმე წარწერაა შემონახული. შეიმჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალიც.

სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 500 მეტრზე, ნასოფლარი და კვირაცხოვლის (XI ს.) ეკლესიის ნანგრევებია, სამხრეთით 1 კმ-ზე – ღვთისმშობლის ეკლესიაა (ფრაგმენტების მიხედვით XI-XIII სს.). თვით დიდ თონეთში დგას XVIII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია.

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.