მომხმარებელი:MgeorgeU/მანჩესტერ იუნაიტედი - ვიკიპედია


Article Images
მანჩესტერ იუნაიტედი
Manchester United
სრული სახელი Manchester United Football Club
მეტსახელი The Red Devils (წითელი ეშმაკები)
დაარსდა 1878, Newton Heath LYR F.C.-ის სახელით
სტადიონი ოლდ ტრაფორდი (მანჩესტერი, ინგლისი)

(ტევადობა: 75.957 მაყურებელი)

პრეზიდენტი აშშ-ის დროშა ჯოელ გლეიზერი
აშშ-ის დროშა აბრაამ გლეიზერი
მწვრთნელი ნიდერლანდების დროშა ლუი ვან გალი
კაპიტანი უეინ რუნი
ლიგა პრემიერ-ლიგა
2014-15 მე-4 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი

A red shirt with a white-black collar. White shorts. Black socks with a red band.

ძირითადი ფორმა

A white shirt with a black collar. Black shorts. White socks with a black band.

რეზერვის ფორმა

A blue shirt with a dark blue collar and orange stripes down the sides and arms. Blue shorts with orange stripes down the side. Blue socks with orange stripes down the side.

მესამე ფორმა

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.


„მანჩესტერ იუნაიტედს“ მოგებული აქვს პრემიერ ლიგის 20 ტიტული, მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს, 11 ასოციაციის თასი, 4 ლიგის თასი და რეკორდული 20 ქომუნითი შილდი. კლუბს ასევე მოგებული აქვს 3 ევროპული თასი, UEFA-ს თასების მფლობელთა თასი, UEFA-ს სუპერ თასი, ერთი კონტინენტთაშორისი თასი და FIFA-ს საკლუბო მსოლფიო თასი. 1998-99 წლებში კლუბმა ტრებლი შეასრულა და პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

1958 წლის მიუნხენის ტრაგედიამ რვა მოთამაშის სიცოცხლე შეიწირა. 1968 წელს, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით, „მანჩესტერ იუანიტედი“ პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპის თასი მოიპოვა. სერ ალექს ფერგიუსონმა 28 დიდი ტიტული მოიგო 1986 წლიდან 2013 წლამდე, მერე კი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. მის შემცვლელად დევიდ მოიესი დაინიშნა, რომელიც 10 თვის შემდეგ გააძევეს, ამჟამად კი კლუბს ლუი ვან გაალი წვრთნის.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი კლუბია და 2013/14 წლების მონაცემების მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი 518 მილიონი ევროა. რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ კლუბს, 2014 წლის მონაცემებით ის მესამე ადგილს იკავებს და მისი ფასი 2.810 მილიარდი დოლარია. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდია და მისი ფასი 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია[1]. 1991 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე კლუბის აქციების გატანის შემდეგ, 2005 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ მალკოლმ გლეიზერმა 800 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა, ამის შემდეგ კლუბი კვლავ პირად საკუთრებაში გადავიდა.

 
„ნიუტონ ჰიტი“, 1892 წელი

კლუბი დაარსდა სახელწოდებით „ნიუტონ ჰიტი“ (ლანკაშირ ენდ იორკშირ რეილუეი) (ინგლ. Newton Heath L&YR F.C) მანჩესტერის რკინიგზის მუშათა ჯგუფის მიერ 1878 წელს[2][3]. კლუბის ფორმა ორ ფერს მოიცავდა - მწვანესა და ოქროსფერს[3]. 15 წლის განმავლობაში გუნდი ნახევრადგანადგურებულ მოედან „ნორტ როუდზე“ თამაშობდა, რის შემდეგაც 1893 წელს კლეიტონში „ბენკ სტრიტზე“ გადავიდა. ერთი წლით ადრე, კლუბმა საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და რკინიგზის სადგურს დაშორდა, რის შემდეგაც დამოუკიდებელი გახდა[4][5]. შემოღებულ იქნა კლუბის მდივნის თანამდებობა, სახელწოდებიდან კი "ლანკაშირ ენდ იორკშირ რეილუეი" მოაცილეს, გუნდს უბრალოდ „ნიუტონ ჰიტი“ დაერქვა. 1902 წელს გუნდი გაკოტრების ზღვარზე იყო და ვალის სახით 2500 ფუნტი ჰქონდა. სტადიონი „ბენკ სტრიტი“ სასანართლო მოხელეებმა დაკეტეს[6]. კლუბი კი განადგურებისგან ჯონ ჰენრი დეივისმა იხსნა, რომელიც მანჩესტერის ლუდის ქარხნის მეპატრონე იყო და კლუბში იმ დროისთვის სოლიდური ინვესტიცია ჩადო[2][7]. 1902 წლის 26 აპრილის შემდეგ საფეხბურთო გუნდს სახელწოდება შეეცვალა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა. ამასთან ერთად, შეიცვალა კლუბის ფერებიც - მწვანე და ოქროსფერის ნაცვლად წითელი და თეთრი ფერი დარჩა[3].

1903 წელს კლუბის მდივნად ერნესტ მანგნელი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ „იუნაიტედი“ 1906 წელს პირველ დივიზიონში აღმოჩნდა, 1907/08 წლების სეზონში კი თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიგო[8]. ამ პერიოდში „იუნაიტედში“ მეზობელი მანჩესტერ სიტიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადავიდა, მათ შორის ბილი მერედითი და სენდი ტორნბული, რომლებიც მოაგვიანებით გუნდის წამყვანი ფეხბურთელები გახდნენ[9]. 1908 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ინგლისის სუპერთასი[10], 1909 წელს კი - პირველი ინგლისის თასი[11]. 1910/11 წლების სეზონში „იუნაიტედი“ თავის ისტორიაში მეორედ გახდა პირველი დივიზიონის ჩემპიონი. ამავე წელს, კლუბი თავის ახალ სტადიონ ოლდ ტრაფორდზე გადავიდა სათამაშოდ[12][9].

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებდა, 1922 წელს კი მეორე დივიზიონში გავარდა[13]. 1925 წელს „იუნაიტედი“ პირველ დივიზიონს დაუბრუნდა, მაგრამ მხოლოდ სატურნირო ცხრილის პირველ ნახევარში მოხვედრისთვის იბრძოდა და 1931 წელს კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში. 8 წლის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომს, „იუნაიტედი“ მუდამ გადაადგილდებოდა მეორე და პირველ დივიზიონებს შორის, 1934 წელს კი თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალი ადგილი დაიკავა სატურნირო ცხრილში - მეორე დივიზიონის მე-20 პოზიცია[14]. 1927 წლის ოქტომბერს კლუბის ყოფილი ინვესტორის, ჯონ ჰენრი დეივის გარდაცვალების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფინანსური მდგომარეობა უმალ გაუარესდა და 1931 წლის მიწურულს კლუბი ბანკროტირების ზღვარზე აღმოჩნდა. გუნდი ადგილობრივმა ბიზნესმენმა, ჯეიმს უილიამ გიბსონმა იხსნა, რომელმაც კლუბის ვალები მთლიანად დაფარა და მისი ახალი ხელმძღვანელი გახდა[15]. 1938/39 წლების ომის წინა სეზონი იუნაიტედმა პირველ დივიზიონში მე-14 ადგილზე დაასრულა[9].

 
„ბასბის ჩვილები“ თავიანთი უკანასკნელი მატჩის წინ
 
„ბასბის ჩვილები“ დანიაში, 1955 წელი
 
მემორიალური დაფა სტადიონ „ოლდ ტრაფორდზე“, რომელიც 1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენის კატასტროფაში დაღუპულ ფეხბურთელთა ხსოვნას ეძღვნება
 
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული სამების: ჯორჯ ბესტის, დენის ლოუსა და ბობი ჩარლტონის ქანდაკება


1945 წელს „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად მეტ ბასბი დაინიშნა. ბასბისა და მისი ასისტენტის, ჯიმი მერფის ხელმძღვანელობით კლუბმა ჩემპიონატში ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში დაიკავა მეორე ადგილი: 1946/47, 1947/48 და 1948/49, 1948 წელს კი ინგლისის თასი მოიგო[16]. 1951/52 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ პირველი დივიზიონის ტიტული მოიგო - უკანასკნელი ტრიუმფიდან 41 წლის შემდეგ[17]. გუნდის ეს შემადგენლობა უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო და ბასბიმ ახალგაზრდა ფეხბურთელების მიწვევა დაიწყო: როჯერ ბარნი, ბილი ფოულკსი, მარკ ჯონსი, დენის ვაიოლეტი. ამას უცაბედი წარმატება არ მოჰყოლია: 1952/53 წლების სეზონში ახალგაზრდებით განახლებულმა ბასბის გუნდმა მხოლოდ მე-8 ადგილის დაკავება შეძლო, მაგრამ 1955/56 წლებში ინგლისის ჩემპიონი გახდა. ამ გუნდის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22 წელი იყო[18]. კლუბი აღზრდილებს იმ დროს პრესაში „ბასბის ჩვილების“ სახელით მოიხსენიებდნენ. 1956/57 წლების სეზონში იუნაიტედი კავლავ გახდა ჩემპიონი და გავიდა ინგლისის თასის ფინალსა და ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში, რის შემდეგაც იქცა ინგლისის პირველ გუნდად, რომელმაც ევროპის მთავარ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა[19].

1957/58 წლების სეზონში, ბელგრადში „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩის ჩატარების შემდეგ გუნდი სახლში ბრუნდებოდა, როცა 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენის აეროპორტში თვითმფრინავმა ავარია განიცადა. ავიაკატასტროფას რვა მოთამაშისა - ჯემ ბენტი, როჯერ ბერნი, ედი კოლმანი, დუნკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი, ტომი ტეილორი და ლიამ უილანი - და სხვა 15 მგზავრის, მათ შორის კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრების, უოლტერ კრიკმერის, ბერტ უოლისა და ტომი კარის სიცოცხლე შეეწირა[20][21]. მეტ ბასბიმ მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ გადარჩა და სამი კვირის შემდეგ კლუბის მართვის საქმეს დაუბრუნდა. ბევრისდა გასაკვირად, ძირითადში შემადგენლობის ფეხბურთელებ დაკარგულმა იუნაიტედმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 1958 წლის ფინალს მიაღწია, სადაც ბოლტონის წინააღმდეგ დამარცხდა. სეზონის ბოლოს, UEFA-მ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ევროპის ჩემპიონთა თასზე ორი ინგლისური კლუბის - „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ - წარდგენა შესთავაზა - რათა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ, მაგრამ საფეხბურთო ასოციაციამ ეს წინადადება არ მიიღო[22][23]. 1958/59 წლების სეზონი იუნაიტედმა ჩემპიონატში მეორე ადგილზე დაასრულა[17].

1960-ანი წლების დასაწყისში მეტ ბასბიმ გუნდი გადაწყობა დაიწყო და ისეთი ფეხბურთელები შეიძინა, როგორებიც დენის ლოუ და პეტ კრერანდი იყვნენ, ამასთან ერთად კი ახალგაზრდა ფეხბურთელების ძიებასა და აღზრდას აგრძელებდა. შესაძლოა, მათ შორის ყველაზე ცნობილი გახდა ბელფასტის მკვიდრი ჯორჯ ბესტი. ახალი ფეხბურთელებით განახლებულმა გუნდმა 1963 წელს ინგლისის თასი მოიგო, თუმცა პირველ დივიზიონში მხოლოდ მე-19 ადგილზე გავიდა[24]. 1963/64 წლების სეზონში კი „იუნაიტედმა“ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 1964/65 და 1966/67 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდა[24]. 1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიური „ბენფიკა“ დაამარცხა, ანგარიშით 4:1 და ინგლისის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირი მოიგო[25]. ამ შემადგენლობის სამმა წევრმა, ბობი ჩარლტონმა, დენის ლოუმ და ჯორჯ ბესტმა ოქროს ბურთი მოიგეს[26]. 1969 წელს მეტ ბასბიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ის სარეზერვო გუნდის მწვრთნელს, უილფ მაკჰინესს დაუთმო[24].

მაკჰინესის ხელმძღვანელობის ქვეშ იუნაიტედმა 1969/70 წლების სეზონში მხოლოდ მე-8 ადგილი დაიკავა და 1970/71 წლების სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ მაკჰინესმა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და სარეზერვო გუნდს დაუბრუნდა. ბასბი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას დროებით დასთანხმდა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ, 1971 წლის ზაფხულს, საბოლოოდ დატოვა კლუბი[27] ამ დროს კლუბიდან რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე წავიდა, მათ შორის ნობი სტაილზი და პეტ კრერანდი[28]. გუნდის მთავარ მწვრთნელად ფრენკ ო'ფარელი დაინიშნა. მან, ისევე, როგორც მაკჰინესმა, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნახევარწელზე ნაკლები გაატარა, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გუნდის გაძლიერებისთვის ახალი ფეხბურთელები შეიძინა. შესაძლოა, მისი უმთავრესი შენაძენი „აბერდინიდან“ ტომი დოჰერტი გახდა, რომელშიც 125 ათასი ფუნტი გადაიხადა[27]. 1972 წლის მიწურულს გუნდის მთავარი მწვრთნელი ტომი დოჰერტი გახდა, რომელსაც ზედმეტსახელად „დოკს“ ეძახდნენ[29]. მან „იუნაიტედი“ გავარდნისგან 1972/73 წლების სეზონში იხნსა, მაგრამ მომდევნო სეზონში კლუბი მეორე დივიზიონში გავარდა[27]. ამ დროს, „ვარსკვლავური ტრიო“, ბესტის, ლოუსა და ჩარლტონის სახით, კლუბში უკვე აღარ თამაშობდა. მათ შესაცვლელად გუნდში ლუ მაკარი, სტიუარტ ჰიუსტონი და ბრაიან გრინჰოფი მოვიდნენ, მაგრამ კლუბიდან წასულ ლეგენდებს ოსტატობით ვერავინ შეედრებოდა[30]. 1974/75 წლების სეზონის ჯამში „მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველ დივიზიონში დაბრუნდა, 1976 წელს კი ინგლისის თასის ფინალში გავიდა, სადაც „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ, „იუნაიტედმა“ მაინც მოიგო ინგლისის თასი, ფინალურ მატჩში კი 1977 წელს „ლივერპული“ 2:1 დაამარცხა[31]. მიუხედავად ამ წარმატებისა და გულშემატკივართა შორის პოპულარულობისა, დოჰერტი კლუბიდან ფინალის შემდეგ მალევე გააძევეს, როცა მისი და კლუბის ფიზიოთერაპევტის ცოლის რომანის შესახებ გავრცელდა ხმები>[32].

1977 წლის ზაფხულს დოჰერტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დეივ სექსტონმა შეცვალა. სექსტონს კლუბთან ერთად ტიტულის მოპოვება არ გამოუვიდა და 1981 წელს პოსტი დატოვა. მისი ადგილი კი ქარიზმატულმა რონ ატკინსონმა დაიკავა, რომლის ექსტრავაგანტული და სახალხო იმიჯი სამწვრთნელო საქმიანობაზე აისახა[33]. მან მაშინვე დაამყარა ბრიტანული სატრანსფერო რეკორდი, იყიდა რა ბრაიან რობსონი „ვესტ ბრომვიჩიდან“. გარდა ამისა, ატკინსონმა ისეთი ფეხბურთელები შეიძინა, როგორებიც იესპერ ოლსენი, პოლ მაკგრატი და გორდონ სტრაკანი იყვნენ და ამასთან ერთად, შემადგენლობაში შეიყვანა ახალგაზრდა ფეხბურთელები - ნორმან უაითსაიდი და მარკ ჰიუზი[34]. ატკინსონის ხელმძღვანელობით, „იუნაიტედმა“ ორჯერ მოიგო ინგლისის თასი - 1983 და 1985 წლებში - და ფავორიტი იყო 1985/86 წლების სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, როცა გუნდმა 10 სასტარტო მატჩი მოიგო ზედიზედ და ოქტომბერს უახლოეს მდევრებს 10 ქულით ასწრებდა, თუმცა შემდეგ ფორმა დაკარგა და მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა. მომდევნო სეზონში მაინც ვერ მოახერხა საჭირო კონდიციების პოვნა და 1986 წლის ნოემბრისთვის პირველი დივიზიონიდან გავარდნის ზღვარზე იმყოფებოდა. ატკინსონი გააძევეს და მის ადგილზე შოტლანდიელი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დაინიშნა[34][35].

 
სერ ალექს ფერგიუსონს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად 38 თასი აქვს მოგებული
 
რაიან გიგზი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია

Ryan Giggs wins 2009 BBC Sports Personality award. BBC Sport (13.12.2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.</ref>]]


ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის პირველ წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-11 პოზიცია დაიკავა[36]. Уже в сезоне 1987/88 «Юнайтед» финишировал вторым, однако не смог повторить этот успех в следующем сезоне[37]. 1987/88 წლების სეზონში კი მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მომდევნო წელს ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო. 1990 წელს მოუგებელი მატჩების ხანგრძლივი სერიის გამო ფერგიუსონი გაძევების პირას იმყოფებოდა. მაგრამ ინგლისის თასზე გუნდის წარმატებულმა გამოსვლამ, რომელიც ფინალში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა, ფერგიუსონს მწვრთნელის პოსტი შეუნარჩუნა[38][39]. 1990/91 წლების სეზონში „იუნაიტედი“ საფეხბურთო ლიგის ფინალში გავიდა, სადაც რონ ატკინსონის „შეფილდ უენსდეის“ წინააღმდეგ დამარცხდა. იმავე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო[40]. მომდევნო სეზონში კლუბი კვლავ გავიდა ლიგის თასის ფინალში და ამჯერად „ნოტინგემ ფორესტის“ დამარცხების შემდეგ ტიტულის მფლობელი გახდა[41]. 1991 წლის ზაფხულს გუნდში დანიელი მეკარე პეტერ შმეიხელი მივიდა, რომელმაც 1991/92 წლების სეზონში, რომელშიც „იუნაიტედმა“ სეზონი ლიდსის შემდეგ მეორე ადგილზე დაასრულა, 17 „მშრალი მატჩი“ ჩაატარა[42]. 1992 წელს კლუბში მივიდა ერიკ კანტონა, რომლის სანაცვლოდ „იუნაიტედმა“ 1,2 მლნ. ფუნტი გადაიხადა. ქარიზმატული ფრანგის გადასვლა მაშინვე აისახა კლუბის შემდეგებზე: 1992/93 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა - 1967 წლის შემდეგ პირველად[40]. 1993 წლის ივლისში გუნდში ნოტინგემ ფორესტიდან ირლანდიელი ნახევარმცველი როი კინი გადავიდა, რომელიც მოგვიანებით კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად იქცა[43]. 1993/94 წლებში „იუნაიტედმა“ თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო „დუბლი“: პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი[40]. 1994/95 წლების წარუმატებელი სეზონის შემდეგ ფერგიუსონმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაყიდა (მარკ ჰიუზი, პოლ ინსი, ანდრეა კანჩელსკისი) და ისინი იუნაიტედის ახალგაზრდული აკადემიის მოთამაშეებით (პოლ სქოულზი, დევიდ ბექჰემი, გარი და ფილ ნევილები, ნიკი ბატი) შეცვალა. ახალგაზრდებით განახლებულმა „იუნაიტედმა“ 1995/96 წლებში კვლავ მოიგო „დუბლი“. 1996 წელს გუნდიდან სტივ ბრიუსის წასვლის შემდეგ ახალ კაპიტნად კანტონა დაინიშნა. მან კი გუნდი 1996/97 წლებში კიდევ ერთ ჩემპიონობამდე მიიყვანა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა[44]. ფრანგი ფორვარდის შემცვლელად ტედი შერინგემი შეიძინეს, ხოლო 7 ნომრიანი მაისური დევიდ ბექჰემს გადაეცა. 1998/99 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდად იქცა: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიგო პრემიერ ლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა, რის შემდეგაც პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელსაც მსგავსი ტრებლის მოგების საშუალება მიეცა[45]. პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს „იუნაიტედი“ მხოლოდ ბოლო ტურში დაეუფლა ტოტენჰემის დამარცხებით 2:1[46]. ინგლისის თასის ფინალში კი 2:0 დაამარცხეს „ნიუკასლი“[47]. ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუნაიტედმა მიუნხენის ბაიერნს სძლია მსაჯის მიერ დამატებულ დროში და 3 წუთში გაიტანა 2 გოლი, საბოლოოდ კი მატჩი 2:1 დასრულდა[48][45]. ამ გამარჯვების შემდეგ ფერგიუსონს რაინდის წოდება უბოძეს ფეხბურთის წინაშე დამსახურების გამო[49]. ტრიუმფალური სეზონის დასრულების შემდეგ ბრაზილიური „პალმეირასის“ დამარცხების შემდეგ კლუბი ასევე კონტინენტთაშორისი თასის მფლობელი გახდა[50]. 1999/2000 და 2000/01 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგა მოიგო, მაგრამ ევროარენაზე წარუმატებლად ასპარეზობდა[51]. 2001/02 წლების სეზონში გუნდი მე-3 ადგილზე გავიდა, მაგრამ მომდევნო წელს კვლავ მოიგო შიდა ჩემპიონატი. ამ წარმატების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 4 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ჩემპიონის ტიტულის აღმართვას. 2004 წელს მოიგო ინგლისის თასი. ინგლისის ჩემპიონის ტიტული „ოლდ ტრაფორდზე“ მხოლოდ 2006/07 წლების სეზონის მიწურულს დაბრუნდა. 2007/08 წლებში „იუნაიტედმა“ ევროპული დუბლის მოგება მოახერხა და პრემიერ ლიგასთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო[52]. 2008/09 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო პრემიერ ლიგა, ასევე საფეხბურთო ლიგის თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი[52]. 2009 წლის ზაფხულს კრიშტიანუ რონალდუმ „იუნაიტედი“ დატოვა და მადრიდის რეალში გადავიდა იმ დროისთვის სარეკორდო თანხად, 80 მლნ. ფუნტად[53]. 2010 წელს „იუნაიტედმა“ საფეხბურთო ლიგის თასი მოიგო, ფინალში კი „ასტონ ვილა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და თავის ისტორიაში პირველად დაიცვა საკლუბო ტიტული[54]. 2010/11 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-19-დ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ამით „ლივერპულის“ მაჩვენებელს აჯობა[55][56][57]. ორი წლის შემდეგ, 2012/13 წლებში „იუნაიტედმა“ კვლავ მოიგო პრემიერ ლიგა და თავის ისტორიაში მეოცედ დაეუფლა ინგლისის ჩემპიონის ტიტულს[58]. 2013 წლის მაისში სერ ალექს ფერგიუსონმა სეზონის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა[59][60].

2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ 2013 წლის 8 მაისს ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრად და ელჩად დარჩა[61]. 9 მაისს გამოცხადდა, რომ „იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი დევიდ მოიესი გახდებოდა, რომელიც მანამდე „ევერტონს“ წვრთნიდა. მოიესმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა[62][63]. 2014 წლის 22 აპრილს მოიესი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გააძევეს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებლად კი რაიან გიგზი დაინიშნა, რომლის თაოსნობით სეზონის ბოლოს გუნდი მე-7 ადგილს დასჯერდა[64]. 2014 წლის ზაფხულს „იუნაიტედს“ სათავეში ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი ჩაუდგა[65]., რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის „რეალიდან“ 59.7 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია გადაიბირა[66][67]. 2014/15 წლების სეზონის შედეგად ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ „იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა, რამაც კლუბს ევროთასებზე დაბრუნების საშუალება მისცა[68].

„ნიუტონ ჰიტის“ სახელწოდებით კლუბი სხვადასხვა ფერის ფორმით ასპარეზობდა, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილი ფერები იყო ყვითელ-მწვანე 1878 წლიდან 1892 წლამდე, შემდეგ კი 1894 წლიდან 1896 წლამდე (იგივე ფერები იყო გამოყენებული 1990-ანი წლების დასაწყისის გასვლით ფორმაზე). „ნიუტონ ჰიტის“ ფორმის სხვა კომპლექტი წითელ-შავ ფერებსა (1892-1894) და სრულიად თეთრისგან შედგებოდა (1896-1902) - ორივე ეს კომპლექტი ლურჯ შორტებთან იყო შეხამებული [69].1902 წელს, კლუბის სახელწოდების „მანჩესტერ იუნაიტედად“ შეცვლასთან დაკავშირებით, კლუბის ფერები წითელ მაისურებად, თეთრ შორტებსა და შავ გეტრებზე გადავიდა, რაც „იუნაიტედის“ საშინაო მაისურთა უმრავლესობისთვის სტანდარტი გახდა. ამ წესიდან ყველაზე ცნობილი გამონაკლისი იყო ფორმა, რომელიც გუნდმა 1909 წელს ინგლისის თასის ფინალში „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ჩაიცვა - თეთრი ფერის მაისური ასო V-ს ფორმის წითელი ლენტით [70][71]. სანამ „იუნაიტედი“ სრულიად წითელ ფერს დაუბრუნდებოდა, 1920 წელს ეს დიზაინი კვლავ აღადგინეს. 2009/2010 წლების სეზონში გუნდის საშინაო და გასვლით ფორმებს კვლავ დაუბრუნდა ასო V-ს ფორმის დეტალი, რაც „ოლდ ტრაფორდზე“ გამოსვლის 100 წლის იუბილეს უკავშირდებოდა [72][73].

 
რაიან გიგზი და ფედერიკო მაკედა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრადიციულ ფერებში

გასვლითი ფორმისთვის ჩვეულებრივ თეთრი მაისურები, შავი შორტები და თეთრი გეტრები გამოიყენებოდა, მაგრამ იყო გამონაკლისიც. მაგალითად, 1903 წლიდან 1916 წლამდე გუნდი ზოლებიანი ლურჯ-თეთრი მაისურით თამაშობდა, 1994 წლიდან 2003 წლამდე - შავით, 2000 წელს - მუქი-ლურჯი ვერცხლისფერი ჰორიზონტალური ზოლებით [74]. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, თუმცა არა ხანგრძლივი გასვლითი კომპლექტი იყო 1995/96 წლების რუხი ფერის ფორმები. მათი თავიდან მოშორება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „იუნაიტედმა“ ამ მაისურით ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო. „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ მატჩის შესვენებისას, რომლის დროს „იუნაიტედი“ 3:0 მარცხდებოდა, ფორმის შეცვლა გადაწყდა; მაგრამ მატჩი მაინც 3:1 დასრულდა. ფეხბურთელების აღიარებით, რუხი მაისური შესამჩნევი არ იყო, რაც გუნდის მოქმედების ეფექტურობაზე ისახებოდა[75][76].

მესამე (სარეზერვო) ფორმა ტრადიციულად ლურჯი იყო - იმ ფორმის საპატივცემულოდ, რომლითაც „იუნაიტედმა“ 1968 წელს ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო [70][77].

ამჟამად, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საშინაო ფორმა ტრადიციული წითელი ფერის მაისურისგან, თეთრი შორტებისა და შვი გეტრებისგან შედგება, რომელსაც ჰორიზონტალური წითელი ზოლი აქვს[78]. კლუბის ლოგოტიპი მაისურის მარცხენა მხარეს მდებარეობს Adidas-ის თეთრი ფერის ლოგოტიპი - მარჯვენა მხარეს. ხოლო ცენტრში გუნდის სპონსორის, კომპანია Chevrolet-ის ლოგოტიპია.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის პირველ ნახევარში კლუბებს მოედანზე იშვიათად გამოჰქონდათ ემბლემები. ეს ჩვეულებრივ, მხოლოდ ფინალურ მატჩებში ხდებოდა, მაგალითად, ინგლისის თასზე. ამგვარად, "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველ ფინალში ინგლისის თასზე ლანკაშირის ვარდი იქნა გამოყენებული ემბლემად [79][69].

დაახლოებით 40 წლის შემდეგ, 1948 წლის ინგლისის თასის ფინალში იუნაიტედმა მაისურზე ქალაქ მანჩესტერის გერბი დაიტანა [79].

1960-ან წლებში კლუბის ოფიციალურ დოკუმენტებში ახალი ემბლემა გაჩნდა. მისი დიზაინიც ასევე მანჩესტერის გერბზე იყო დაფუძნებული. ემბლემაზე არსებული სამი ზოლი მანჩესტერის სამ მდინარეს ასახავს: მედლოკი, ირველი და ირკი. ისტორიულად, ამ ელემენტებს გრელის ოჯახის (მანჩესტერის პირველი ბარონები) ძველთაძველ გერბზე იყენებდნენ. ემბლემის ზედა ნაწილში ასახულია გემი, ვაჭრობის სიმბოლო, რომელსაც ქალაქი მიმართავს. საფეხბურთო ბურთების ნაცვლად (როგორც თანამედროვე ემბლემაზე) გამოყენებოდა ვარდები, რაც ლანკაშირის საგრაფოს სიმბოლოა[69][79].

1970-ანი წლების დასაწყისში ემბლემა შეიცვალა: ცენტში გაჩნდა ეშმაკი წითელი სამკბილათი, ხოლო ვარდების ნაცვლად გვერდებზე საფეხბურთო ბურთები განლაგდა[79][69][80].

ემბლემაზე დატანებული ეშმაკი გუნდის ზედმეტსახელისგან - "წითელი ეშმაკების" (ინგლ. Red Devils) - მომდინარეობს, რომელიც 1960-ან წლებში გაჩნდა, როცა მეტ ბასბიმ ესა სახელწოდება რაგბის კლუბ „სოლფორდ სიტისგან“ აიღო. [69][81].

1998 წელს კლუბის ლოგოტიპს კვლავ ეცვალა დიზაინი: ამჯერად, მისგან გაქრა სიტყვები Football Club, ასევე შეიცვალა პროპორციები და ფერები[79][69][82][83]..

 
სტადიონ "ოლდ ტრაფორდის" შიგნით
 
"ოლდ ტრაფორდის" დასავლეთ ტრიბუნა
 
სტადიონ "ოლდ ტრაფორდზე" ფეხბურთელების გამოსვლა

დაარსების დღიდან "ნიუტონ ჰიტი" საშინაო მატჩებს სტადიონ „ნორტ როუნდზე“ ატარებდა. სტუმრად ჩასული გუნდები ხშირად ჩივოდნენ მოედნის ხარისხზე, რომელიც „ერთ ბოლოში ტბას ჰგავდა, მეორე ბოლოში კი, კარიერის მსგავს ქვიან ადგილს“[6]. გასახდელები სტადიონიდან 10 წუთის სავალზე ოლდემის გზაზე მდებარეობდა, პაბში „სამი გვირგვინი“. მოგვიანებით ისინი ოტელ „მაკრატელში“ გადაიტანეს, რომელიც ოლდემის გზაზე კიდევ ერთ პაბში მდებარეობდა.

ნოტრ როუდზე ნიუტონ ჰიტი 15 წელიწადს თამაშობდა, რის შემდეგაც ახალ სტადიონ ბენქ სტრირზე გადავიდა კლეიტონის შემოგარენში. ეს სტადიონი არაფრით სჯობდა წინას: იშვიათი ჯიშის ბალახები სტადიონის ხრეშის ზედაპირზე ირგვებოდა, უახლოესი ქარხნიდან მოსული კვამლი კი, სტადიონის თავზე ჩერდებოდა. ერთხელ, საფეხბურთო კლუბმა „უოლსოლ თაუნ სვიტსმა“ უარი განაცხადა ასეთ სტადიონზე თამაშზე. თუმცა სტადიონზე ქვიშა დაყარეს და სტუმარი გუნდი მაინც დაარწმუნეს თამაშში (სტუმრები 14:0 დამარცხდნენ). წაგებულმა მხარემ მატჩის შედეგი გააპროტესტა და წაგების მთავარ მიზეზად მოედნის მდგომარეობა დაასახელა, ამიტომ გადათამაშება მოაწყვეს. მეორე მცდელობის დროს მოედნის მდგომარეობა კვლავ არ იყო საუკეთესო და უოლსოლურმა კლუბმა კვლავ განიცადა მარცხი, ამჯერად 9:0[6].

1902 წელს კლუბი ბანკროტირებასთან იყო ახლოს, ბენქ სტრიტი კი დაკეტეს. უკანასკნელ მომენტში გუნდის კაპიტანმა გარი სტაფორდმა ფულის შეგროვება მოახერხა, რათა მომდევნო გასვლითი მატჩისთვის, რომელიც ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ უნდა ჩატარებულიყო, საჭირო თანხა გადაეხადა და იპოვა დროებითი სტადიონი მეზობელ ქალა ჰარპურჰეიში მომდევნო საშინაო მატჩისთვის[84].

კლუბის სახელის მანჩესტერ იუნაიტედად გადაკეთების შემდეგ ახალი სტადიონის შენება დაიწყო. ინგლისის თასზე პირველი გამარჯვების მოპოვებამდე 6 კვირით ადრე, 1909 წლის აპრილში გამოცხადდა, რომ იუნაიტედის ახალი სტადიონი ოლდ ტრაფორდი გახდებოდა, რომლის მშენებლობისთვის 60 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნა გამოყოფილი. სტადიონის არქიტექტორი გახდა არჩიბალდ ლეიტჩი. მშენებლობის დასრულების შემდეგ სტადიონს 76 962 მაყურებლის დატევა შეეძლო. გახსნის შემდეგ პირველ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი დასადგომი ტრიბუნებისთვის 6 პენსი იყო, ხოლო ყველაზე ძვირი დასაჯდომი ტრიბუნის ბილეთი 5 შილინგი ღირდა. ოლდ ტრაფორდზე პირველი მატჩი იუნაიტედმა ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარა 1910 წლის 19 თებერვალს, რომელშიც გამარჯვება სტუმრებმა იზეიმეს 4:3[85].

მეორე მსოფლიო ომის დროს სტადიონი ძლიერ დაზიანდა 1941 წლის 11 მარტს ქალაქ მანჩესტერში გერმანული ავიადაბომბვის შედეგად. ბომბის დარტყმამ თითქმის მთლიანად გაანადგრუა სამხრეთ ტრიბუნა, რისგანაც მხოლოდ ცენტრალური გვირაბი დარჩა. 1949 წლამდე, როცა სტადიონი აღადგინეს, იუნაიტედი მატჩებს „მეინ როუდზე“, „მანჩესტერ სიტის“ სტადიონზე მართავდა[86].

ამის შემდეგ სტადიონი მუდმივად უმჯობესდებოდა: დაემატა სახურავი სტრეტფორდ ენდზე, შემდეგ კი ჩრდილო და დასავლეთ ტრიბუნებზე.

1950-ანი წლების შუა პერიოდში სტადიონზე პროჟექტორები დაამონტაჟეს. აღიმართა 55 მეტრი სიმაღლის 4 კოლონა, რომელთაგან თითოეულზე 54 პროჟექტორი განლაგდა. განათების სისტემა კლუბს 40 ათასი ფუნტი დაუჯდა და პირველად მატჩში 1957 წლის 25 მარტს გამოიყენეს. ძველი განათება მხოლოდ 1987 წელს მოხსნეს, როცა ახლით შეცვალეს თითოეულ ტრიბუნაზე სახურავის მშენებლობის პროცესი. ამ პროჟექტორებს დღესაც იყენებენ[87].

1990-ან წლებში, „ჰილსბოროს“ ტრაგედიის შემდეგ, ტეილორის ანგარიში შედგა, რომელიც ყველა სტადიონის ტრიბუნების დასაჯდომად გადაკეთებას ავალდებულებდა. ამას მოჰყვა ოლდ ტრაფორდის რეკონსტრუქცია, რის გამოც სტადიონის ტევადობა 44 ათას ადგილამდე შემცირდა. თუმცა, კლუბის პოპულარულობის მუდმივი ზრდის გამო სტადიონი ფართოვდებოდა. 1995 წელს ჩრდილოეთ ტრიბუნა სამ იარუსად გაიყო, რამაც სტადიონის ტევადოდა 55 ათასამდე გაზარდა. ამას მოყვა დასავლეთ და სამხრეთ ტრიბუნების გაფართოევა, რამაც ტევადობა 68 ათასამდე გაზარდა. ბოლო რეკონსტრუქცია 2006 წელს დასრულდა, როცა გაიხსნა ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ გვადრანტები, რამაც სტადიონის ტევადობა 76 098 ადგილამდე გაზარდა [88]. 2009 წელს სტადიონს კვლავ ჩაუტარდა პატარა რეკონსტრუქცია, რის გამო მისი ტევადობა 255 ადგილით შემცირდა და 75 957 ადგილამდე დავიდა[89].

ზოგიერთი შეფასების თანახმად, სტადიონის შემდეგ გაფართოებას - განსაკუთრებით სამხრეთ ტრიბუნის, რომელიც ჯერ კიდევ ერთადერთი იარუსისგან შედგება - მასშტაბური ზომის ხარჯები დასჭირდება 90-დან 100 მილიონ ფუნტამდე. ასეთი მაღალი დანახარჯების მიზეზი ის არის, რომ გაფართოებისთვის კლუბს 50 სახლის შესყიდვა მოუწევს, რომლებიც სტადიონის სიახლოვეს მდებარებს, ახალი იარუსების მშენებლობა კი რკინიგზაზე უნდა მოხდეს. პოტენციური გაფართოება როგორც მინიმუმ ერთი იარუსის დამატების გარანტიას იძლევა სამხრეთ ტრიბუნაზე და ასევე სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს კვადრანტების შენების, რათა სტადიონზე თეფშის ეფექტი აღდგეს. ამჟამინდელი შეფასებებით, სტადიონის ტევადობა ასეთი რეკონსტრუქციის შემდეგ 96 ათას ადგილამდე ავა - მეტი, ვიდრე ახალი „უემბლის“ ტევადობა[88].

 
მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები მოსკოვში
  1. Bob Cass. (2007-12-15) United moving down south as fanbase reaches 333 million. Daily Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20.
  2. 2.0 2.1 The Club. History by decade. 1878—1899. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  3. 3.0 3.1 3.2 Manchester United: 1878-1926. The Encylopedia of British Football. Spartacus Educational. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  4. Barnes et al. (2001), p. 8.
  5. Newton Heath и Манчестер Юнайтед — Команда. ManUtd.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  6. 6.0 6.1 6.2 Murphy, Alex (2006). „1878—1915: From Newton Heath to Old Trafford.“, The Official Illustrated History of Manchester United. London: Orion Publishing Group, გვ. 14. ISBN 0-75287-603-1. 
  7. Manchester United FC.. Talk Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  8. The Club. History by decade. 1900—1909. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  9. 9.0 9.1 9.2 Manchester United History 1892—1976. Red11.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21.
  10. 1908 Charity Shield. Footballsite.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  11. FA Cup Final 1909. FA Cup History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  12. The Club. History by decade. 1910—1919. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  13. The Club. History by decade. 1920—1929. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  14. The Club. History by decade. 1930—1939. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  15. The man who saved United. ManUtd.com (2012-01-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20.
  16. The Club. History by decade. 1940—1949.. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  17. 17.0 17.1 The Club. History by decade. 1950—1959.. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  18. Murphy (2006), p. 71.
  19. Glanville, Brian. (27.04.2005) The great Chelsea surrender. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29.
  20. The Munich air disaster: a timeline. BBC (19.03.2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  21. Долгих, Дмитрий. (06.02.2008) Мюнхен. До востребования. tribuna.sports.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  22. White, Jim (2008), p. 136.
  23. Barnes et al. (2001), p. 17.
  24. 24.0 24.1 24.2 The Club. History by decade. 1960—1969.. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  25. Season 1967-68. European Cup History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  26. Ballon d’Or. France Football. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  27. 27.0 27.1 27.2 The Club. History by decade. 1970—1979. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  28. Manager Profile: Sir Matt Busby. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  29. Murphy (2006), p. 134.
  30. Barnes et al. (2001), pp. 18-19.
  31. FA Cup Final 1977. FA-CupFinals.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  32. 1977: Manchester United sack manager. BBC News (04.07.1977). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  33. Frustrating Eighties 1980-1990. RedCafe.net Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  34. 34.0 34.1 The Club. History by decade. 1980—1989. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  35. Barnes et al. (2001), pp. 20-21.
  36. Barnes et al. (2001), p. 148.
  37. Barnes et al. (2001), pp. 148—149.
  38. Arise Sir Alex?. BBC News (27.05.1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  39. Bevan, Chris. (04.11.2006) How Robins saved Ferguson's job. BBC Sport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  40. 40.0 40.1 40.2 The Club. History by decade. 1990—1999. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  41. Barnes et al. (2001), pp. 20-21
  42. Season 1991/92. StretfordEnd.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  43. Legends. Roy Keane. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  44. Burt, Jason. (15.04.2003) Cantona's world of sardines, fat managers and early retirement. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  45. 45.0 45.1 United crowned kings of Europe. BBC News (26.05.1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  46. An Archive of the Manchester United 1999 Treble Season. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  47. FA Cup Final 1909. FA Cup History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  48. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის UEFA_1999 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  49. Hughes, Bob. (08.03.2004) Ferguson and Magnier: a truce in the internal warfare at United. International Herald Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  50. Other soccer news in 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  51. The Club. History by decade. 2000—2009. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  52. 52.0 52.1 Success Continues 1999-2008. RedCafe.net Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  53. Mark Ogden. (12.06.2009) Cristiano Ronaldo transfer. Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  54. Rooney the hero as United overcome Villa. ESPNsoccernet (28.02. 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  55. Manchester United's Wayne Rooney puts Blackburn on spot to win title. The Guardian (2011-05-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20.
  56. Manchester United clinch record 19th English title. The Independent (2011-05-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20.
  57. Blackburn 1-1 ManUtd. BBC Sport (2011-05-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-20.
  58. Man United 3 Aston Villa 0. ManUtd.com (2013-04-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28.
  59. Sir Alex Ferguson to retire as Manchester United manager. BBC Sport (2013-05-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10.
  60. Sir Alex retires. ManUtd.com (2013-05-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-10.
  61. Sir Alex Ferguson to retire this summer, Manchester United confirm. Sky Sports (2013-05-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-01.
  62. David Moyes: Manchester United appoint Everton boss. BBC Sport (2013-05-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-01.
  63. Jackson, Jamie. (2013-05-09) David Moyes quits as Everton manager to take over at Manchester United. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-01.
  64. Ryan Giggs named interim manager at Manchester United after David Moyes sacking. Sky Sports (2014-04-22).
  65. Van Gaal named United manager. ManUtd.com (2014-05-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-20.
  66. Herbert, Ian. (2014-08-24) Angel Di Maria: Manchester United sign Argentine winger in British record £59.7m deal. The Independent.
  67. Ogden, Mark. (2014-08-24) Ángel di María signs for Manchester United in £59.7 million deal. The Telegraph.
  68. Moore, Nick. (2015-05-24) Premier League round-up: United finish fourth. ManUtd.com.
  69. 69.0 69.1 69.2 69.3 69.4 69.5 Manchester United Historical Kits. Historicalkits.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  70. 70.0 70.1 United Kits Through Ages. UnitedKits.blogspot.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  71. English FA Cup Finalists 1900—1909. Historicalkits.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  72. Thompson, Gemma. (26.06.2009) Gallery: New home kit. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  73. Thompson, Gemma. (29.07.2009) Black and blue suits Reds. ManUtd.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  74. Manchester United Change Kits. Historicalkits.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  75. Grey day for Manchester United. BBC.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  76. Anthony Thomas. (03.01.2007) Excuses, excuses, excuses. Black-and-Amber.co.uk.
  77. История клубной формы — Команда. ManUtd.Ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  78. Froggatt, Mark. (2014-07-07) New United home kit unveiled. ManUtd.com.
  79. 79.0 79.1 79.2 79.3 79.4 Club Crests. The Busby Way. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-08.
  80. История клубного герба. ManUtd.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-08.
  81. A to Z of Manchester United — R. ManUtdZone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21.
  82. Manchester United kits. PrideofManchester.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  83. Manchester United Shirt Badges. Flickr.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-19.
  84. Murphy, Alex (2006). The Official Illustrated History of Manchester United. London: Orion Books, გვ. 15. ISBN 0-7528-7603-1. 
  85. White, John (2008). The Official Manchester United Almanac, 1st edition, Orion Books, გვ. 27. ISBN 978-0-7528-9192-7. 
  86. White, John (2007). The United Miscellany, 2nd edition, Carlton Books, გვ. 11. ISBN 978-1-84442-745-1. 
  87. Barnes et al. (2001), pp. 44-45.
  88. 88.0 88.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის expansion არ არის მითითებული ტექსტი; $2
  89. Morgan (2010), pp. 44-48.