ორთოდოქსული იუდაიზმი


Contributors to Wikimedia projects

Article Images

ორთოდოქსული იუდაიზმი

ორთოდოქსული იუდაიზმი — იუდაიზმის ის ფორმაა, რომელიც ებრაული კანონებისა და ეთიკური ნორმების მკაცრად ინტერპრეტაციისა და ყოფაცხოვრებაში გატარების მომხრეა.

რაბინი მოშე ფეინშტაინი, ორთოდოქსი იუდევლების წინამძღვარი

ორთოდოქსული იუდაიზმი საკუთარ თავს მიიჩნევს იუდაიზმის არსის ერთადერთ მატარებლად. ის ყალიბდებოდა შუა საუკუნეების და ახალი დროის მიჯნაზე და საბოლოო სახე მიიღო XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ის დაუპირისპირდა რეფორმატორულ მოძრაობას. ორთოდოქსული იუდაიზმი არის შეურიგებელი მოწინააღმდეგე ებრაელთა ცხოვრებაში სეკულარიზაციისა და ემასიპაციისა. ორთოდოქსული იუდაიზმი ეწინააღმდეგება ებრაელებისთვის სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების გაფართოებას და არამხოლოდ ევროპულ, არამედ ებრაულ განმანათლებლობასაც. მისი აზრით, განმანათლებლობა შეუთავსებელია ებრაელობის, როგორც ღვთის რჩეული ხალხის არსებობასთან. მათი აზრით, გეტოების გაუქმება გამოიწვევდა ევბბრაელთა სწრაფ ასიმილაციას და დაემუქრებოდა იუდაიზმს, როგორც მოძღვრებასა და ცხოვრების წესს. ორთოდოქსული იუდაიზმის მესვეურები უარს ამბობდნენ ადგილობრივი სახელმწიფო ენების შესწავლასა და გამოყენებაზე.