პორტალი:რაგბი
რაგბი - სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ჩათვლის ველზე მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში. ბურთის გათამაშება ხელით ხდება მხოლოდ გვერდზე ან უკან. ხელით წინთამაში აკრძალულია და ინიშნება შერკინება. თამაში მიმდინარეობს ორი 40 წუთიანი ტაიმის განმავლობაში. 1987 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიო ჩემპიონატი.
რედაქტირება რჩეული პანორამა
რედაქტირება რჩეული სტატია
All Blacks — ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები რაგბის კავშირში, რომელიც ქვეყნის ეროვნული სპორტია. გუნდს მოიხსენიებენ, როგორც ახალი ზელანდიად, ასევე All Blacks-ად. All Blacks არის მნიშვნელოვანი ძალა საერთაშორისო რაგბიში და ჰყავს დამარცხებული მრავალი ძლიერი გუნდი, მათ შორის „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები“ და „მსოფლიო XV“. All Blacks ყოველწლიურად ეჯიბრება ავსტრალიის (კენგურუები) და სამხრეთ აფრიკის (სპრინბოკები) გუნდს „სამი ერის თასის“ ჩემპიონატზე. ჩემპიონატის 12 წლიანი ისტორიის განმავლობაში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა 8-ჯერ, ხოლო ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ 2-2 ჯერ. მას შემდეგ რაც სამხრეთ აფრიკამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2007 წლის 22 ოქტომბერს All Black-მა დაკარგა ლიდერობა საერთაშორისო რაგბის მმართველობის მიერ შედგენილ საუკეთესო გუნდების სიაში. სამხრეთ აფრიკამ სიაში ლიდერობა 2008, 7 ივლისამდე შეძო, შემდეგ კი მას All Blacks-მა გაუსწრო. თუმცა მან ლიდერობა მხოლოდ რამდენიმე დღე შეძლო და 14 ივლისს მას კვლამ სამხრეთ აფრიკამ გაუსწრო. საერთაშორისო რაგბის მმართველობამ 2006 წელს, All Blacks დაასახელა წლის საუკეთესო გუნდად.
რედაქტირება იცოდით, თუ არა რომ...
- ...მინი რაგბი წარმოადგენს ბავშვებისთვის რაგბის თამაშის შემსწავლელ ყველაზე პოპულარულ საშუალებას...
- ...მსოფლიოში ყველაზე დიდი შერკინება 2007 წლის 14 ოქტომბერს ხორვატიაში გააკეთეს, რომელშიც მონაწილეობდა ხორვატიული კლუბ ნადას 200-მდე ყველა კატეგორიის მორაგბე...
რედაქტირება რჩეული სურათი
ავსტრალიისა და უელსის ეროვნული ნაკრებები 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისათვის ბრძოლაში.
რედაქტირება ახალი ამბები
- 27 ნოემბერი, 2010: საერთაშორისო ტესტ-მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 19-17 დაამარცხა აშშ-ის ნაკრები.
- 26 ივნისი, 2010: 2010 წლის წყნარი ოკეანის ერთა თასის გამარჯვებული ამ ტურნირის არსებობის მანძილზე პირველად გახდა სამოა.
- 21 ივნისი, 2010: IRB-ის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები ორი ადგილით დაქვეითდა და მე-17 ადგილზე განთავსდა.
- 20 ივნისი, 2010: 2010 წლის IRB-ის ერთა თასის გამარჯვებული ნამიბია გახდა.
- 27 ოქტომბერი, 2011: ავსტრალიის ნაკრებმა 2011 წლის სამი ერის თასი მოიპოვა.
- 23 ოქტომბერი, 2011:ახალი ზელანდიის ნაკრები 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
რედაქტირება დობილი პორტალები
რედაქტირება IRB-ის მსოფლიო რეიტინგი
ტოპ 30 ქვეყანა რაგბიში 2023 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით[1] | |||
ადგილი | ცვლა* | გუნდი | ქულა |
---|---|---|---|
1 | ირლანდია | 091.82 | |
2 | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | 091.67 | |
3 | საფრანგეთი | 090.59 | |
4 | ახალი ზელანდია | 087.69 | |
5 | შოტლანდია | 083.43 | |
6 | 2 | ინგლისი | 083.22 |
7 | 2 | ავსტრალია | 081.78 |
8 | 2 | უელსი | 080.66 |
9 | 2 | ფიჯი | 077.88 |
10 | 4 | არგენტინა | 077.59 |
11 | 1 | სამოა | 076.19 |
12 | 1 | იტალია | 075.63 |
13 | 2 | საქართველო | 074.32 |
14 | იაპონია | 073.29 | |
15 | ტონგა | 070.29 | |
16 | პორტუგალია | 068.61 | |
17 | ურუგვაი | 066.63 | |
18 | აშშ | 066.22 | |
19 | რუმინეთი | 064.56 | |
20 | ესპანეთი | 064.05 | |
21 | ნამიბია | 061.61 | |
22 | ჩილე | 060.49 | |
23 | კანადა | 060.46 | |
24 | ჰონგ-კონგი | 059.80 | |
25 | რუსეთი | 058.06 | |
26 | ბრაზილია | 056.35 | |
27 | ნიდერლანდები | 055.84 | |
28 | შვეიცარია | 055.72 | |
29 | ბელგია | 054.58 | |
30 | სამხრეთი კორეა | 053.46 | |
*შეცვლილია 2023-ის სექტემბერში |
- ↑ Men's World Rankings. World Rugby. ციტირების თარიღი: 12 November 2019.