პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი


Contributors to Wikimedia projects

Article Images

პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი

პუბლიუს (ან გაიუს) კორნელიუს ტაციტუსი (ლათ. Publius Cornelius Tacitus, ან Gaius Cornelius Tacitus; დ. 56 — გ. 117) — რომაელი ისტორიკოსი. დაიბადა სავარაუდოდ სამხრეთ გალიაში, წარჩინებულ ოჯახში. განათლების მიღების შემდეგ შევიდა სახელმწიფო სამსახურში. ეკავა პრეტორისა და კონსულის თანამდებობები. 98 წელს გამოსცა ტრაქტატი: „გერმანელების წარმოშობისა და გერმანიის ადგილმდებარეობის შესახებ“. შემდეგში, 98–116 წლებში შექმნა თავისი ორი მთავარი ნაწარმოები — „ისტორია“ (ლათ. Historiae) — 14 წიგნისაგან შემდგარი, მოიცავს 69–96 წლებს (ამ წიგნებიდან დღესდღეობით შენარჩუნებულია I–IVთავები) და „ანალები“ (ლათ. Annales) — 16 წიგნისაგან შემდგარი, მოიცავს 14-68 წლებს.)

პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი
ლათ. Publius Cornelius Tacitus
დაბადების თარიღი 54[1] ან არაუადრეს 54 და არაუგვიანეს 56
დაბადების ადგილი Gallia Narbonensis
გარდაცვალების თარიღი 120[1] [2] [3]
გარდაცვალების ადგილი რომის იმპერია
საქმიანობა ისტორიკოსი [5] [6] , პოლიტიკოსი, სამხედრო, პოეტი, ფილოსოფოსი, ბიოგრაფი, annalist[4] , იურისტი[6] და მწერალი[7]
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
ჟანრი ისტორია
Magnum opus Annals, Histories, Germania, Agricola და Dialogus de oratoribus
მეუღლე Julia Agricola[8]