ქეთევან კიკნაძე


Contributors to Wikimedia projects

Article Images

ქეთევან კიკნაძე (დ. 10 მაისი, 1939, ბორჯომი — გ. 9 ივლისი, 2024, თბილისი)[1] — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1987). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

ქეთევან კიკნაძე
დაბადების სახელი ქეთევან კიკნაძე
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1939
ბორჯომი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 2024 (85 წლის)
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) გიგა ლორთქიფანიძე
შვილ(ებ)ი ნინო ლორთქიფანიძე,
ნანა ლორთქიფანიძე

ქეთევან კიკნაძე დაიბადა 1939 წელს, ქალაქ ბორჯომში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1959 წელს. სწორედ ამავე წლიდან 1967 წლამდე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია, ხოლო 1967 წლიდან 1977 წლამდე რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. 1977 წლიდან კი კვლავ მარჯანიშვილის თეატრში ბრუნდება. ქეთევან კიკნაძე გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში: მარიამი („შეხვედრა წარსულთან“, 1966 წელი), თინა („ტარიელ გოლუა“, 1968 წელი), ბეჩუნი პერტია („დათა თუთაშხია“, 1978 წელი), ზაზას დედა („თეთრი ბაირაღები“, 1990 წელი), მარგო („პრემიერა“, 1991), ქეთევან დედოფალი („წიგნი ფიცისა“, 1983), გულჩინა („ყავა და ლუდი“) და სხვა. მონაწილეობდა 100-მეტ სპექტაკლში: ხატია („მე ვხედავ მზეს“), მაკა („ბუდე მეცხრე სართულზე“), ოგიუსტინა („რვა მოსიყვარულე ქალი“), ბეტი („ჩარლის დეიდა“) და სხვ. არის თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

  • საზოგადოების „ქალები მშვიდობისთვის“ წევრი
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი