ხეკაკუნა


Contributors to Wikimedia projects

Article Images

ხეკაკუნა

ხეკაკუნა, შავი კოდალა (ლათ. Dryocopus martius) — ფრინველი კოდალასნაირთა რიგისა. ტანად დიდია, სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს. აქვს ღია ფერის ძლიერი, ხიშტისებური ნისკარტი. შეფერილია შავად, კეფა წითელი აქვს. ბინადრობს ევროპისა და აზიის წიწვიან ტყეებში. ბუდობს ფუღუროში, რომელსაც თავადვე გამოიმუშავებს. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით.[1] საქართველოში მცირერიცხოვანია, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2300 მ. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, რომლებიც ხის მერქნიდან ამოაქვს. ჩვენში მობინადრე კოდალებიდან ყველაზე დიდია.[2]

ხეკაკუნა

ხეკაკუნა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კოდალასნაირნი
ოჯახი:  კოდალასებრნი
გვარი:  ხეკაკუნა
სახეობა:  ხეკაკუნა
ლათინური სახელი
Dryocopus martius (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 141769
გავრცელება

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში
ITIS  554101
NCBI  187859
EOL  1177481