აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები 1


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად. ამ სტატიაში აღწერილი თემის მოვლენები განვითარდა აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში. ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების კანონიკური მინისერიიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: შიშის ექოები. მისი ტექსტის ავტორია ჯორჯ მენი, ხოლო მხატვარი — ვინჩენცო ფედერიჩი. გამოშვება გამოიცა Dark Horse Comics, 2024 წლის 4 სექტემბერს.

ამავე წლის 21 აგვისტოს დაგეგმილი იყო გამოშვების აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) 9 გამოცემა. თუმცა, აბონენტებმა ციფრული სახით მიიღეს შიშის ექოები 1[2].

რაინდ ჯედაი რით საილასს და პადავან ჯედაი ამადეო აზაზოს დაევალათ ჯედაების არქივებში ჩახედვა და იდუმალი ექოს ქვების და მათი ძალის გამაძლიერებელი შესაძლებლობების შესახებ ცნობების მოპოვება. ამ ძიებისას ისინი წააწყდნენ უძველესი სითი ლორდის, დართ რავის ბნელ ლეგენდას და ამბავს მის მიერ ძველისძველი თავსატეხის ამოხსნის მცდელობისა, რაც მიანიჭებდა წარმოუდგენელ ძალაუფლებას...ან სრულად გაანადგურებდა.

  • დაწერილია ბესტსელერების ავტორ ჯორჯ მენის, სერიის „ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: უსახელო საშინელება“ და „ჯედას ბრძოლის“ მწერლის მიერ.

შესავალი

პლანეტები იტანჯებიან საზარელ ᲓᲐᲨᲝᲠᲔᲑᲘᲡ ᲖᲝᲜᲐᲨᲘ, სადაც რესპუბლიკისთვის ხელშეუხებელი მარქიო რო და მისი ნიჰილ მაროდიორთა ბანდა მკაცრად ბატონობენ.

ოსტატმა ჯედაი ევარ კრისმა ამ ოკუპირებულ სივრცეს თავი დააღწია და, სხვა ჯედაი, ელზარ მენთან ერთად, ჯედაებს და რესპუბლიკას წარუძღვა ნიჰილებსა და უსახელო არსებების წინააღმდეგ უიმედო ბრძოლაში.

მაგრამ ახლა გალაქტიკას ახალი საფრთხე ემუქრება. იდუმალი ᲑᲚᲐᲘᲢᲘ შემთხვევით პლანეტებს ედება და ნელა წამლავს ამა თუ იმ ზონას და გზად არსებულ სიცოცხლეს მტვრად აქცევს….ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘ
ᲐᲧᲕᲐᲕᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐ
ᲯᲔᲓᲐᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲔᲑᲘ

THR-PhaseIII-Logo-SWCE2023

ფაზა III: ჯედაების გამოცდები
რომანები
უფროსებისთვის
წყვდიადის თვალი (აუდიოწიგნი) · ძალის ცდუნება (აუდიოწიგნი) · ჯედაების გამოცდები
ახალგაზრდებისთვის
ქარიშხლის გამოწვევა (აუდიოწიგნი) · უსახელოთა ცრემლები (აუდიოწიგნი) · ნათებისკენ
საყმაწვილო
გაქცევა ველოდან (აუდიოწიგნი) · ფრთხილად, უსახელონი (აუდიოწიგნი) · გაბედული ფიცი
აუდიოსპექტაკლები
გრიგალის გამტეხი (სცენარი)
კომიქსები
Marvel
აყვავებული რესპუბლიკა (2023) · „ვარსკვლავური ნათების“ ჩრდილები (1 · 2 · 3 · 4 · რბილყდიანი კრებული)
Dark Horse
აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2023) · ავარიული დაშვება · ავარია და დამწვრობა
დაქირავებული მეომარი (1 · 2 · 3 · 4 · რბილყდიანი კრებული) · შიშის ექოები (1 · 2 · 3 · 4 · რბილყდიანი კრებული) · გზავნილები დაშორების ზონიდან (1 · 2 · 3 · 4) · ფაზა III: წელიწდეული
Viz Media
წონასწორობის ზღვარი (3 · 4 · წინათგრძნობა)
მოთხრობები
ისტორიები დაშორების ზონიდან
საშიში არაფერია · მეგობარი თუ მტერი? · გადარჩენილები · პათოგენი · ოჯახური კავშირები · უსათაურო მოთხრობა
კორელიის ქრონიკები: ცხადი მემკვიდრე · ნიღბის გატეხვა
ნათებისა და სიცოცხლის ისტორიები
ნათება წყვდიადში · ყველა ჯედაი საკუთარ გზას გადის · განდგომილი ელემენტი
უცნობი მედია
უსათაურო პროექტი
დაკავშირებული მედია
კომიქსები
იოდა: გამოქვაბული · მთელი რესპუბლიკა · აკოლიტი: კელნაკა 1
პრომომასალა
The High Republic Show
I ფაზის მედია · II ფაზის მედია
[ᲠᲔᲓ.]