განჯი


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად.

ვუკი! ჯედაებს შორის ასეთი იშვიათია. უნდა ამაყობდეს შენი ხალხი.
―პროფესორი ჰუიანგი მიმართავს განჯის[4]

განჯი იყო მამრობითი სქესის ვუკი პადავანი ჯედაი, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის ეპოქაში წვრთნას გადიოდა ჯედაების ორდენში ჯედაის წოდებით მოსახვედრად. კლონების ომების დროს განჯი და ხუთი ნორჩი, პეტრო, კატუნი, ბიფი, განოდი და ზატი, როგორც რჩეულები, ასოკა ტანოსთან და დიდ ოსტატ ჯედაი იოდასთან ერთად ჩავიდნენ ილუმზე და მონაწილეობდნენ შეკრებაში — ჯედაების უძველეს რიტუალში, რომელიც განსაზღვრავდა, ჰქონდათ თუ არა მათ პადავანების მომავალი. განჯი გადაურჩა ჯედაების დიდ წმენდას და გალაქტიკური იმპერიის დროს კვლავ მოქმედებდა როგორც ჯედაი.

კადრს მიღმა

განჯი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ კლონების ომების ეპიზოდში შეკრება.[2]

გამოჩენები

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო