დართ ვეიდერი (2017) 20


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად. ამ სტატიაში აღწერილი თემის მოვლენები განვითარდა იმპერიის ბატონობის ეპოქაში. ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

დართ ვეიდერი (2017) 20 არის მეოცე გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი (2017). მისი ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ჯუზეპე კამუნკოლი. გამოშვება გამოიცა 2018 წლის 22 აგვისტოს, Marvel Comics-ის მიერ.

„ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘᲡ ᲪᲘᲮᲔᲡᲘᲛᲐᲒᲠᲔ“, მეორე ნაწილი! ქურდი იმკის საკუთარი დანაშაულის შედეგების. ᲘᲛᲞᲔᲠᲐᲢᲝᲠᲘ ᲞᲐᲚᲞᲐᲢᲘᲜᲘ ᲓᲐᲠᲗ ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲡ სამ ძღვენს გადასცემს...ნივთს, არჩევანს და ხმას.

რესპუბლიკა დამხობილია, ჯედაების ორდენი კი დამარცხებულია. იმპერატორი პალპატინი გალაქტიკას მკაცრად მართავს.

იმპერატორის გვერდით დგას პალპატინის შეგირდი — მრისხანე დართ ვეიდერი — რომელიც მხოლოდ მასწავლებლის იმპერიისთვის ცოცხლობს. ახალი წესრიგის შესანარჩუნებლად ვეიდერი ბნელი მხარის მიმდევრების ჯგუფს — ინკვიზიტორიუსს — მეთაურობს და ანადგურებს გადარჩენილ რაინდ ჯედაებს.

მაგრამ ვეიდერის მიმდევრებმა უკვე კარგად შეასრულეს საკუთარი დავალება. განადგურებული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული გადარჩენილი ჯედაების შემდეგ ვეიდერი იძულებულია, ეძებოს ახალი სამიზნეები....ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘᲡ ᲪᲘᲮᲔᲡᲘᲛᲐᲒᲠᲔ
ნაწილი II

გამოცემები

გარეკანების გალერეა

  1. 1.0 1.1 Marvel-TemplateLogo დართ ვეიდერი (2017) #20 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში ტარკინი მოვლენათა განვითარების დროა 14 იბ. ვინაიდან დართ ვეიდერმა გამოშვებაში დართ ვეიდერი (2017) 18 იცის უილჰაფ ტარკინიერიადუზე გატარებული წლების შესახებ (რაც მხოლოდ რომანში ტარკინი აღწერილი მოვლენებისას შეიტყო), ჩანს, რომ მეთვრამეტე გამოშვების სიუჟეტი ვითარდება რომანის შემდეგ. შემდეგ გამოშვებაში დართ ვეიდერი (2017) 19 ჩნდება მეორე და, რომელიც დაიღუპა Star Wars Jedi: Fallen Order-ში. ამ თამაშის მოვლენათა განვითარება ხდება ჯედაების დიდი წმენდიდან ხუთი წლის შემდეგ (ანუ იავინის ბრძოლამდე 19 წელს, როგორც გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს. ამრიგად, Fallen Order-იც იავინის ბრძოლამდე 14 წლით ადრე დატრიალებულ მოვლენებს ასახავს. ვინაიდან დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 18 ექცევა ტარკინის და სითების ბნელი ლორდის მეცხრამეტე გამოშვების შუალედში, აქედან პირველის მოვლენათა განვითარების დროც არის 14 იბ. ამრიგად, მეოცე გამოშვებაც ამავე წლის მოვლენებს ასახავს, ვინაიდან მეცხრამეტე გამოშვების შემდგომია.

Star Wars - Darth Vader - DLotS logo
რჩეული: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6
მკრთალი სინათლე: 7 · 8 · 9 · 10
ხუთის წესი: 11 · 12
აალებული ზღვები: 13 · 14 · 15 · 16 · 17
ცუდი დამიწება: 18
ვეიდერის ციხესიმაგრე: 19 · 20 · 21 · 22 · 23 · 24 · 25
რბილყდიანი კრებულები
1 · 2 · 3 · 4
სხვა
წელიწდეული · მაგარყდიანი კრებული 1 · მაგარყდიანი კრებული 2 · ანთოლოგია
დაკავშირებული მედია
დართ ვეიდერი (2015) · დართ ვეიდერი (2020)
[ᲠᲔᲓ.]

More Information

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.