დართ მოლი (2017) 4


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად. ამ სტატიაში აღწერილი თემის მოვლენები განვითარდა ჯედაების დაცემის ეპოქაში. ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

დართ მოლი 4 არის მეოთხე გამოშვება კანონიკური კომიქსების მინისერიაში ვარსკვლავური ომები: დართ მოლი. მისი ტექსტის ავტორია კალენ ბანი, ხოლო მხატვარი — ლუკ როსი. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2017 წლის 26 ივნისს.

დართ მოლმა და მისმა ჯილდოზე მონადირეთა გუნდმა დაიჭირეს ელდრა, პადავანი ჯედაი, რომელსაც ყველა ეძებს! მაგრამ ზრევ ზრექსუსი მონაპოვარს უბრძოლველად არ დათმობს. ახალი ჯილდო დაწესდა...და გასამრჯელო ნებისმიერს გადაეცემა, ვინც მოლს დააამარცხებს და პადავანს დაიჭერს, რაც თავგანწირვად ღირს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ უბრძოლველად არც ელდრა დანებდება...

პადავანი ჯედაი ელდრა კეიტისი სარფიანობის მოყვარული ბანდიტ ზევ ზრექსუსის ტყვეობაშია. ზრექსუსმა გალაქტიკის ყველაზე სახიფათო კრიმინალური ავტორიტეტები შეკრიბა, რათა პადავანის გაყიდვის საძაგელ აუქციონში ჩართოს.

მასწავლებლის, იდუმალი დართ სიდიუსის მითითების მიუხედავად, აუქციონზე შეაღწია სითმა შეგირდმა დართ მოლმა. ჯილდოზე მონადირეთა ჯგუფთან ერთად — რომელშიც შედიან კედ ბეინი და ორა სინგი — მოლი აპირებს პადავანის მოტაცებას და მის ჯედაების წინაააღმდეგ შურისძიების წადილი დააკმაყოფილოს.

მართალია, მოიტაცებს, მაგრამ პადავანი მოლს ატყუებს და ამტკიცებს, რომ მისი თანასწორია და სამართლიან ბრძოლას მოითხოვს. შესაძლო დუელი შეწყდა როდესაც ზრექსუსი, რომელმაც შეამჩნია დანაკარგი, ჩამოაგდო მათი გემი და გართობის მიზნით მათზე სანადიროდ უხმობს აუქციონზე დამსწრებ უკმაყოფილო კრიმინალურ ბოსებს....ᲓᲐᲠᲗ ᲛᲝᲚᲘ
წიგნი I, ნაწილი IV

გამოცემები

  • UPC 759606083725; 21 ივნისი, 2017; Marvel Comics[1]
    • 00411; გარეკანი A; რაფაელ პინტო ალბუკერკი
    • 00421; გარეკანი B; ელზა შარეტიე
    • 00431; გარეკანი C; ფრანჩესკო ფრანკავილა
    • 00441; გარეკანი D; დეივიდ ნაკაიამა
    • 00451; გარეკანი E; ჩიპ ზდარსკი

გარეკანების გალერეა

More Information

Top Contributors

Orgus Ordo bot

Orgus Ordo

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.