ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად. ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი არის ენციკლოპედია, გამოცემული Egmont UK Ltd-ის მიერ 2016 წლის 3 ნოემბერს. ეს ატლასი ტიმ მაკდონაჰის ილუსტრირებით მოიცავს ვარსკვლავური ომების პირველ შვიდ ფილმს, აგრეთვე სერიალებს ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები, ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, რომანებს და კომიქსებს. ამერიკული ვარიანტი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2016 წლის 20 დეკემბერს, სახელწოდებით ვარსკვლავური ომების გალაქტიკური რუკები: ვარსკვლავური ომების სამყაროს ილუსტრირებული ატლასი. ეს ვერსია უკვე განახლებულია და შეიცავს ფაქტებს, დაკავშირებულს ფილმთან განდგომილი ერთი: ვარსკვლავური ომების ამბავი.

თამაშ Star Wars Battlefront II-ზე მუშაობისას გუნდი ინფორმაციას იღებდა გალაქტიკური ატლასიდან.[3]

თქვენი კითხვის პასუხად, ვიტყვი, რომ ატლასი კანონიკური, ხოლო 'ზაკუული' — არა.
―ემილ ფორჩენი[4]

პოლონეთში 2016 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული გალაქტიკური ატლასის გამოცემაში ნახსენებია ზაკუულიიმპერია, რომელიც, როგორც ეს ცნობარი უთითებს, მდებარეობდა გალაქტიკის და უცნობი რეგიონების შორეულ დასავლეთში. ზაკუულანების იმპერია ვარსკვლავური ომების ლეგენდების თემაა, რომელიც პირველად ნახსენებია swtor.com-ზე, 2015 წელს, BioWare-ის ვიდეოთამაშ Star Wars: The Old Republic-ის გაფართოების, Knights of the Fallen Empire-ის აღწერაში.[5] გალაქტიკური ატლასის შემდგენელ ემილ ფორჩენის თქმით, მან არ იცოდა, თუ როგორ ან რატომ მოხვდა ზაკუული პოლონურ თარგმანში.[6] ამიტომ, მისივე თქმით, ზაკუული არ შედის მიმდინარე კანონში.[4]

გამოცემები

გარეკანების გალერეა

Egmont UK-ის გარეკანი
Egmont UK-ის გარეკანი

More Information

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.