კალო'ნი


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად.

კალო'ნი იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობდა პლანეტა პასაანაზე. ატარებდა DN-25 მოდელის ტრანსპორტს, რომლითაც მგზავრები გადაჰყავდა ან ტვირთს ათრევდა. იავინის ბრძოლიდან 35 წლისთვის პლანეტაზე მრავალი ათწლეული უცხოვრია და წინაპართა ფესტივალს მრავალჯერ დასწრებია (იგი თავადაც ეხუმრებოდა დამსწრეებს, თითქოს სხვებთან ერთად, ფესტივალს მას უძღვნიდნენ). ტრანსპორტის გადაადგილებისას მგზავრებს ესაუბრებოდა რეპროდუქტორის მეშვეობით ან კაბინის კარში არსებული ხვრელიდან.

იავინის ბრძოლიდან 35 წელს მის ტრანსპორტში დროებით დაიმალნენ ლენდო კალრისიანი და წინააღმდეგობის წევრები, რეი, ფინი, პო დემერონი და ჩუბაკა, რომლებიც პასაანაზე ეძებდნენ სით ოჩის კვალს. კალრისიანმა კალო'ნის სთხოვა მათი აღმოსავლეთის ტრაქტისკენ გადაყვანა, სადაც კალო'ნიმ ისინი საბოლოოდ მიიყვანა.

არაკანონიკური გამოჩენები