სტანდარტული თვე


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად.

სტანდარტული თვე[1] ან უბრალოდ თვე, წარმოადგენდა დროის საზომ ერთეულს, რომელშიც რამდენიმე სტანდარტული კვირა შედიოდა.[2] კორუსანტზე წელიწადი შედგებოდა რამდენიმე თვისგან. ზოგიერთი ღონისძიება ტარდებოდა თვის გარკვეულ დროს. სინდაზე, შიდა რგოლიპლანეტა გორსიმთვარეზე სისხლის კულტის მიმდევრები თვეში ერთხელ, სავსე მთვარისას, მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად ჩნდებოდნენ.[3] პლანეტა ასმერუზე წელიწადის 234-ე დღეს, ადგილობრივი კალენდრით მე-16 თვეში, ტარდებოდა კ'ანა.[4] ბატუუზე თვე შედგებოდა 30 დღისგან.[5]

გამოჩენები

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო