პორტალი:სპორტი - ვიკიპედია


Article Images

პორტალი:სპორტი

სპორტის პორტალი

სპორტი არის ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვა კომპლექსში სასწავლო-საწრთვნელ მეცადინეობათა და შეჯიბრებათა ჩატარების ორგანიზაციული სისტემა; ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი. მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟებას, საერთო ფიზიკურ განვითარებასთან ერთად შეჯიბრებებში მაღალი შედეგების მიღწევას, გამარჯვებას და უბრალოდ სიამოვნების მიღებას. განასხვავებენ სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებს.

პორტალი:ფეხბურთი

პორტალი:კალათბურთი

პორტალი:რაგბი

პორტალი:ჩოგბურთი

პორტალი:ჭადრაკი

პორტალი:ოლიმპიადა

ფეხბურთი კალათბურთი რაგბი ჩოგბურთი ჭადრაკი ოლიმპიადა

პორტალი:ავტოსპორტი

პორტალი:ველოსპორტი

პორტალი:გოლფი

პორტალი:ყინულის ჰოკეი

პორტალი:ბეისბოლი

პორტალი:ცურვა

ავტოსპორტი ველოსპორტი გოლფი ყინულის ჰოკეი ბეისბოლი ცურვა
რჩეული სტატია
ბიატლონისტები მიზანში სროლისას
ბიატლონისტები მიზანში სროლისას

ბიატლონი, ბიათლონი (ბი... და ბერძნ. athlon- შეჯიბრება) ზამთრის სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლა და შაშხანის სროლითურთ. მიზანი მდებარეობს 50მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45 მმ-ია, ხოლო დგომისას 115 მმ.

ბიატლონი შედგება რამდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ, ხოლო ქალები - 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე. სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს,ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენი გადის დამატებით 150 მ-ს. დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს,ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150მ-ის გავლა. (...სრულად)

იცოდით, რომ...
ვიკიპედიის უახლესი მასალებიდან:
  • ...პლატონი ფილოსოფოსთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც იყო - მან ორჯერ გაიმარჯვა პანკრატიონში შეჯიბრში.
  • ... მძიმე წონით კატეგორიას კრივში არა აქვს მაქსიმალური წონის ლიმიტი...
  • ...საფეხბურთო კლუბი "თბილისის მრეტები" პირველი ოფიციალურად პროფესიული კლუბი იყო საბჭოთა კავშირში...
  • რჩეული ბიოგრაფია
    მაია ჩიბურდანიძე, 1973.
    მაია ჩიბურდანიძე, 1973.

    მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961) — ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის.

    მაია მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წევრი იყო სსრკ-ის მოჭადრაკეთა გუნდში, რომელიც დომინირებდა ქალთა ოლიმპიადებს 1980-იანებში, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი გახდა, ის პირველ დაფაზე თამაშობდა ახალი ქართული ეროვნული გუნდისთვის, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა ადრეულ 1990-იანებში.

    მრავალი ექსპერტისთვის საკვირველი იყო, თუ როგორ მოახერხა ასეთმა პატარა რესპუბლიკამ ამდენი მსოფლიო ლიდერის აღზრდა ქალთა ჭადრაკში. (...სრულად)

    ახალი სტატიები
    პორტალი:სპორტი/ახალი სტატიები
    კატეგორიები
    სპორტი

    ავტოსპორტიგუნდური სპორტიექსტრემალური სპორტიველოსპორტიზამთრის სახეობებიინდივიდუალური სპორტიმაგიდის სახეობებიოლიმპიადაორთაბრძოლებისაერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები სათამაშო სახეობებისაწყლოსნო სახეობებისპორტის ისტორიასპორტსმენებისპორტული ინვენტარისპორტული მოედნებისპორტული შეჯიბრებები სპორტული ჯილდოებისხვა სახეობებიკატეგორია:ცხენოსნობა

    რჩეული ფოტოსურათი

    უემბლი (ინგლ. Wembley Stadium), საფეხბურთო სტადიონი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში; ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი; გაიხსნა 2007 წელს ძველი უემბლის ადგილას. სტადიონი 90,000 ადამიანს იტევს და ამ მაჩვენებლით რიგით მეორეა ევროპაში. მასპინძლობს ინგლისის საფეხბურთო თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრებს და მას ფეხბურთის ასოციაცია ხელმძღვანელობს.

    ავტორი: Jbmg40