დართ ვეიდერი (2015) 1


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად. ამ სტატიაში აღწერილი თემის მოვლენები განვითარდა აჯანყების ეპოქაში. ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

დართ ვეიდერი 1 არის პირველი გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებული კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი და პირველი მის პირველ სიუჟეტში. კომიქსის მოვლენები მიმდინარეობს ახალი იმედის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია დართ ვეიდერი. ისტორიების ავტორები არიან კირონ გილენი (ტექსტი) და სალვადორ ლაროკა (მხატვარი). დართ ვეიდერი 1 გამოვიდა 2015 წლის 11 თებერვალს.

სიუჟეტის მიხედვით დართ ვეიდერი განრისხებულია იავინის ბრძოლაში დამარცხებით და დართ სიდიუსის მიერ გაგზავნილია ჯაბა დესილიჯიკ ტიურესთან სასაუბროდ. თუმცა პარალელურად ვეიდერი ქირაობს ორ ჯილდოზე მონადირეს, რათა დაიჭიროს ლუკ სკაიუოკერი და იმპერატორის იდუმალი ჯაშუში.

სითების ნამდვილი ბნელი ლორდი მის პირველ ხანგრძლივ სერიაში!

მას შემდეგ, რაც დართ ვეიდერი პირველად გამოჩნდა ეკრანზე, იგი იქცა მაყურებელთა კოშმარების ერთ-ერთ პოპულარულ ბოროტად! ახლა, გაჰყევით ვეიდერს პირდაპირ ახალი იმედის დასასრულიდან (და ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲣᲠᲘ ᲝᲛᲔᲑᲘᲡ ახალი კომიქსის გვერდებიდან) მის საკუთარ სერიაში, რომელიც აჯანყებულთა ალიანსთან ბრძოლას სხვა კუთხით გიჩვენებთ! მწერალი კირონ გილენი და მხატვარი სალვადორ ლაროკა გიამბობთ ბოროტების ნიღბის შესახებ![3]

აჯანყების დროა. აჯანყებულთა კოსმოსურმა ხომალდებმა იავინის მთვარეზე მდებარე ფარული ბაზიდან დარტყმით მოიპოვეს გამაოგნებელი მოულოდნელი გამარჯვება გალაქტიკური იმპერიის კანონიერ რეჟიმზე.

იმპერიის მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საშუალება, სიკვდილის ვარსკვლავი, განადგურდა პროექტში არსებული მოულოდნელი შეცდომის შედეგად. ამ შემაკავებელი ფაქტორის გარეშე კანონის უზენაესობა საფრთხეშია! ქაოსი მეფობს!

ჯედაებზე გამარჯვებიდან და ვულკანურ მუსტაფარზე მტკივნეული ხელახალი დაბადებიდან ცხრამეტი წლის განმავლობაში სითების ლორდი, დართ ვეიდერი, მასწავლებლის ერთგული იყო. მაგრამ ახლა მის წინაშე დამნაშავეა და პასუხი უნდა აგოს....წიგნი I
ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘ

გამოცემები

გარეკანების გალერეა

Marvel Comics-ის ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი (2015)
ვეიდერი: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6
ჩრდილები და საიდუმლოებანი: 7 · 8 · 9 · 10 · 11 · 12
დამხობილი ვეიდერი: 13 · 14 · 15
შუ-ტორუნის ომი: წელიწდეული 1 · 16 · 17 · 18 · 19
თამაშების დასასრული: 20 · 21 · 22 · 23 · 24 · 25
რბილყდიანი კრებულები
1 · 2 · 3 · 4 · დამხობილი ვეიდერი
სხვა
მაგარყდიანი ტომი 1 · მაგარყდიანი ტომი 2 · ანთოლოგია
გააფერადე საკუთარი ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი
დაკავშირებული მედია
დართ ვეიდერი (2017) · დართ ვეიდერი (2020)
[ᲠᲔᲓ.]

More Information

Top Contributors

Orgus Ordo bot

Orgus Ordo

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.