დართ ვეიდერი (2015) 12


Contributors to ჰოლოპედია

Article Images

ამ სტატიის თემა ითვლება კანონის ნაწილად. ამ სტატიაში აღწერილი თემის მოვლენები განვითარდა აჯანყების ეპოქაში. ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

დართ ვეიდერი 12 არის მეთორმეტე გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებული კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი და მეექვსე მის მეორე სიუჟეტში. კომიქსის ტექსტის ავტორია კირონ გილენი, ხოლო მხატვარი — სალვადორ ლაროკა. ეს გამოშვება გამოიცა 2015 წლის 11 ნოემბერს[1].

  • ვეიდერმა საკუთარი მაქინაციებით თავი კუთხეში მიიმწყვდია...[1]
  • ...მაგრამ ვეიდერს კუთხეში ვერავინ მიიმწყვდევს.[1]
  • წარმატებული სერიის მეორე სიუჟეტი აქ მთავრდება![1]

არეულობის დროა. მას შემდეგ, რაც სიკვდილის ვარსკვლავი X-ფრთებიანის პილოტმა გაანადგურა, სითი ლორდი ᲓᲐᲠᲗ ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘ გამალებით ეძებს დამნაშავე ძალისადმი მგრძნობიარე პილოტს.

ვეიდერის ადიუტანტმა, ინსპექტორმა თანოთმა იპოვა ᲐᲜᲢᲘ, ინფორმატორი, რომელიც, როგორც ვარაუდობს, ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას მოპარული იმპერიული კრედიტების შესახებ. დროდების არქეოლოგი ᲓᲝᲥᲢᲝᲠᲘ ᲐᲤᲠᲐ ანტს პირველი პოულობს და მისგან ლუკ სკაიუოკერის, სიკვდილის ვარსკვლავის გამანადგურებლის ადგილსამყოფელს მოიპოვებს.

დართ ვეიდერი და თანოთი დროულად ჩნდებიან და შეიტყობენ, რომ სწორედ აფრამ მოიპარა მისიის კრედიტები. ანტისგან, მის მოკვლამდე, ისინი ასწრებენ პლაზური ეშმაკების ადგილსამყოფელის დადგენას. აფრა ძლივს გადარჩება, მაგრამ დართ ვეიდერი და თანოთი მას კუთხეში ამწყვდევენ....წიგნი II, ნაწილი VI
ᲩᲠᲓᲘᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝᲔᲑᲐᲜᲘ

გარეკანების გალერეა

საბოლოო ვარიანტი, სალვადორ ლაროკა
საბოლოო ვარიანტი, სალვადორ ლაროკა

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 MARVEL-ის ცალკეული შეთავაზებები, ნოემბერი 2015, რესურსი: All-Comic საიტზე all-comic.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი September 19, 2015)
  2. დაგზავნის განახლებები: (09/08), რესურსი: PREVIEWSworld საიტზე www.previewsworld.com (შიგთავსი მოძველებულია და არქივის ბმული ხელმიუწვდომელია)
  3. ვარსკვლავური ომების წიგნი განსაზღვრავს, რომ ვროგას-ვასის ბრძოლა მოხდა ახალი იმედის შემდეგ. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების პერიოდი, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, არის 0 იბშ. ამრიგად, ვროგას-ვასის ბრძოლის თარიღია 0 იბშ. ვინაიდან კომიქსის მოვლენები ვითარდება ვროგას-ვასის ბრძოლამდე, ახალი იმედის შემდეგ, კომიქსიც ამავე წლის მოვლენებს ასახავს.
Marvel Comics-ის ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი (2015)
ვეიდერი: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6
ჩრდილები და საიდუმლოებანი: 7 · 8 · 9 · 10 · 11 · 12
დამხობილი ვეიდერი: 13 · 14 · 15
შუ-ტორუნის ომი: წელიწდეული 1 · 16 · 17 · 18 · 19
თამაშების დასასრული: 20 · 21 · 22 · 23 · 24 · 25
რბილყდიანი კრებულები
1 · 2 · 3 · 4 · დამხობილი ვეიდერი
სხვა
მაგარყდიანი ტომი 1 · მაგარყდიანი ტომი 2 · ანთოლოგია
გააფერადე საკუთარი ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი
დაკავშირებული მედია
დართ ვეიდერი (2017) · დართ ვეიდერი (2020)
[ᲠᲔᲓ.]

More Information

Top Contributors

Orgus Ordo bot

Orgus Ordo

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.